კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე. პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.
„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.
„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვებაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.
„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.
www.iciparis.ge ; https://www.linkedin.com/company/iciparis/
„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას კონსულტანტის პოზიციაზე ქ. თბილისში, ქ. გორში, ქ. თელავში, ქ. ბათუმში.
სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი / გორი / თელავი / ბათუმი
სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი
საკონტაქტო ინფორმაცია - 577 28 80 04; hr-iciparis@prestige.ge
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
· მაღაზიაში შემოსული მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა;
· ბრენდების პროდუქციის ნაშთების ანალიზი და შეკვეთების შესახებ ინფორმაციის მიწოდება მაღაზიის მენეჯერისთვის;
· ბრენდების თაროებზე განლაგების კონტროლი და მონიტორინგი;
· მაღაზიაში დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში მონაწილეობა;
· მომხმარებლისთვის მიმდინარე აქციების შეთავაზება;
· პროდუქციის მიღება-დალაგებასა და აღწერაში მონაწილეობა;
· მომსახურების სტანდარტების ზედმიწევნით დაცვა და სტანდარტების შესაბამისი მომსახურების გაწევა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
Ø სასურველია უმაღლესი განათლება;
Ø სასურველია მომსახურების/გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
Ø სასურველია უცხო ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე;
კომპანიაში არსებული ბენეფიტები:
· ჯანმრთელობის დაზღვევა
· საბონუსე სისტემა
· ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
· შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
· საინტერესო კონკურსები
· სამოტივაციო აქტივობები
· ფიტპასი
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ან შეავსოთ მოცემული ველები 2025 წლის 15 ივნისამდე.
„გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განასახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge . დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები“.