ფოტო
მოლარე
23-05-2025 - 23-06-2025
სამუშაო განაკვეთი: სრული

კომპანია „ისი-პარი“ 1995 წლიდან  ზრუნავს მომხმარებელთა სილამაზეზე.  პარფიუმერული სამყაროს სიახლეები და ინოვაციები „ისი პარის“ საშუალებით სწრაფად აღწევს ქართველ მომხმარებლამდე. ქსელი წარმოდგენილია ქვეყნის ყველა დიდ ქალაქში.

„ისი პარის“ მთავარი ამოცანა მომხმარებლისთვის საუკეთესო ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ხოლო თანამშრომელთათვის საუკეთესო სამუშაო გარემოს შექმნაა.

„ისი პარის“ სიძლიერე მაღალკვალიფიციურ და მოტივირებულ პერსონალშია. კომპანია გამუდმებით ზრუნავს მათი პროფესიონალიზმის ამაღლებასა და სწავლებაზე. „ისი პარი“ გუნდის ახალ წევრებს დასაქმების შემთხვევაში სასიამოვნო სამუშაო გარემოს, პროფესიონალ გუნდთან მუშაობისა და განვითარების შესაძლებლობას სთავაზობს.

„ისი პარი“ ეპატიჟება ყველას, ვისაც სურს, პარფიუმერული სამყაროს რიტმს აყვეს.

www.iciparis.ge ; https://www.linkedin.com/company/iciparis/

„ისი-პარი“ აცხადებს ვაკანსიას  მოლარის პოზიციაზე :  ქ. თბილისში,ქ. ბათუმში

სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი / ქ. ბათუმი

სამუშაო გრაფიკი - ცვლიანი სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე, 8 საათიანი გრაფიკი

საკონტაქტო ინფორმაცია - 577 28 80 04; hr-iciparis@prestige.ge

 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • სალაროს წარმოება და კონტროლი: თანხის მიღება, დათვლა, თანხის გაცემა
  • სხვადასხვა ოქმების, გასაცემი ფასდაკლების ბარათების, გასავლის ორდერების მაღაზიაში არსებული მარაგების კონტროლი
  • სასაჩუქრე ვაუჩერების გაცემა/განაღდება
  • გაყიდული პროდუქციისა და შემოსული თანხების თანხვედრის შემოწმება;
  • ფულადი შემოსავლის მონიტორინგი, აღრიცხვა;
  • სალაროსთან დაკავშირებული დოკუმენტაციის ზედმიწევნით სწორად წარმოება;

 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება, სასურველია ფინანსური ან ეკონომიკური მიმართულებით
  • სალაროსთან მუშაობის გამოცდილება
  • FINA-ს ელექტრონულ პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • Excel-ის ცოდნა მომხმარებლის დონეზე

 

კომპანიაში არსებული ბენეფიტები:

  • ჯანმრთელობის დაზღვევა
  • საბონუსე სისტემა
  • ინტენსიური ტრენინგები, სწავლებისა და განვითარების შესაძლებლობა
  • შიდა დაწინაურების პოლიტიკა და წინსვლის შესაძლებლობა
  • საინტერესო კონკურსები
  • ბრენდული საჩუქრები
  • სამოტივაციო აქტივობები
  • ფიტპასი

 

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV), 2025 წლის 23 ივნისამდე.  

„გაცნობებთ, რომ თქვენ პერსონალურ მონაცემებს ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ, ვამოწმებთ და ვინახავთ თქვენი განაცხადის განსახილველად, კანდიდატთა შერჩევისთვის/დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ფარგლებში. თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებიდან გამომდინარე, მათ შორის, კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ჩვენ მიერ შეინახება კონკურსის დასრულებიდან 1 წლის განმავლობაში. ამავე ვადაში, შესაძლებელია ჩვენ მიერ თქვენი განაცხადი/CV და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს სხვა მსგავს ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით. თუ არ გსურთ შემდგომში ზემოაღნიშნული მიზნით დამუშავდეს თქვენი მონაცემები, გთხოვთ ამის თაობაზე გვაცნობოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr-iciparis@prestige.ge . დამატებით გაცნობებთ, რომ თქვენთვის უზრუნველყოფილია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის III თავით გათვალისწინებული უფლებები“.

 

ჩააგდეთ ფაილ(ებ)ი აქ, ან დააჭირეთ ასატვირთად!